logo
ENG



გახარია: 3 იანვრიდან სრული ლოქდაუნი არ იგეგმება

29 დეკ 202011:19
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, 3 იანვრიდან საქართველოში სრული ლოქდაუნი არ იგეგმება. გახარიას განმარტებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე ამის აუცილებლობა არ არსებობს.

როგორც პრემიერმინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, 3 იანვრიდან ქვეყანაში მხოლოდ ის ობიექტები დაიხურება, რომლებმაც დროებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, მუშაობა აღადგინეს.

"არაფერი არ იცვლება. ჩვენ როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. არ იქნება არანაირი სრული ლოქდაუნი, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილით თუ ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება",-ამბობს გახარია.

მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება.

რა შეზღუდვები რჩება ძალაში 2 იანვრამდე სრულად იხილეთ აქ.

 


close დახურვა